აგვისტოს ომის საქმე - რა მოლოდინი აქვთ დაზარალებულებს?

22 იანვარი 2021, 14:49 1155 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გახდეს საქართველოს დეოკუპაციის დასაწყისი ასე ეხმაურებიან აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახები სტრასბურგში მიღებულ განაჩენს. ამბობენ,რომ  რუსეთთან სამართლებრივი დავის მოგების იმედი ჰქონდათ, რასაც  მათი თქმით,  12 წელი  ელოდებოდნენ. ამბობენ, რომ  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რისთვისაც მათი შვილები იბრძოდნენ  ჯარისკაცების ოჯახებისთვის ორმაგი გამარჯვება იქნება. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მოლოდინი მათ  ევროპელი მოსამართლეების იმ გადაწყვეტილებამაც  გაუჩინა, რომლის მიხედვითაც  არამარტო ცხინვალი,  არამედ აფხაზეთიც რუსეთის მიერ ოკუპირებულადა გამოცხადებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში