ჩეხეთსა და ნიდერლანდებში საკარანტინო რეჟიმი გააგრძელეს

22 იანვარი 2021, 17:51 1144 ნახვა

ჩეხეთის პარლამენტმა კორონავირუსის გამო ქვეყანაში გასული წლის 5 ოქტომბერს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის მოქმედება,  რომლის ვადაც დღეს 22 იანვარს ამოიწურა, 14 თებერვლამდე  გააგრძელა.  საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების წინადადებით ქვედა პალატას ქვეყნის მთავრობამ მიმართა, რომელიც მის გაგრძელებას 30 დღით 21 თებერვლამდე მოითხოვდა.

ნიდერლანდების პარლამენტმა კი ქვეყანაში კომენდანტის საათის გამოცხადების შესახებ დროებითი მთავრობის წინადადება მიიღო. იგი ძალაში 23 იანვრიდან შედის და საღამოს 21 საათიდან დილის 5-ის ნახევრამდე იმოქმედებს.

ეს ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კომენდანტის საათის დაწესების პირველი შემთხვევაა. წესების დარღვევისთვის 95 ევროს ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში