აჭარიდან ექსპორტზე 36.000 ტონა ციტრუსი გავიდა 

23 იანვარი 2021, 12:00 760 ნახვა

ამ  დროისთვის ექსპორტზე 36.000 ტონა ციტრუსია  გატანილი რაც გასული წლის ამავე პერიოდთან  შედარებით 6.000 ტონით მეტია - ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა. გიორგი სურმანიძის თქმით,  ციტრუსის მიმღებ პუნქტებში 11.000 ტონა არასტანდარტული ციტრუსი გადამუშავდა.

მისივე განცხადებით,  უკვე სამი დღეა  გადამამუშავებელი ფაბრიკები ამაოდ ელოდებიან  ჩამბარებლებს, ამიტომ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში სეზონს შეაჯამებენ და ციტრუსის შტაბს დახურავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში