დაკავებები ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებზე

23 იანვარი 2021, 15:03 1042 ნახვა

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით აქციის მონაწილეების დაკავებები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გრძელდება. ცნობილია, რომ დაკავებულთა შორისაა ნავალნის შტაბის კოორდინატორი ოლეგ სტეპანოვი. 

ამ წუთებში კი პეტერბურგში, იმ ადგილისკენ, სადაც აქცია მიმდინარეობს, სპეცტექნიკა მიემართება.საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის ჯამში 219 ადამიანია დაკავებული. ცნობისთვის საპროტესტო აქცია, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის 93 ქალაქში დაიგეგმა. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს.

მეორე დღეს სასამართლომ  მას 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში