გვარაში ორსართულიანი სახლი სრულად დაიწვა

24 იანვარი 2021, 12:10 1059 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, შავიშვილების 4-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა. ვარაუდობენ რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი შეშის ღუმელი გახდა. სახლი მთლიანად დაიწვა - დამწვარია საოჯახო ტექნიკა და ავეჯი. შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

ხანძრის დროს ოჯახის ერთი წევრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის ევექსის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მიმღები განყოფილების ექიმის თქმით 25 წლის  პაციენტს მცირე დაზიანება აღენიშნებოდა , რომელსაც გაეწია დახმარება.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მომხდარს შეისწავლიან და შესაძლებლობების ფარგლებში, ოჯახს დაეხმარებიან.მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში