საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი 

25 იანვარი 2021, 11:00 1105 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 311 პირი. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 44, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 19, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც: 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში