ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს

25 იანვარი 2021, 11:48 855 ნახვა

სამართალდამცავების მიერ დაკავებული მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრის ირაკლი ფანგანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით ისინი სასამართლოს აღკვეთით ღონისძიების სანაცვლოდ გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავენ.

თავად ირაკლი ფანგანი დუმილის უფლებით სარგებლობს. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი წევრის ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დააკავეს.

 მას ბრალი დეპუტატის შეურაცხყოფის ფაქტზე, დევნისა და ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. ირაკლი ფანგანის ადვოკატის მალხაზ ზოიძის განმარტებით მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედება სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში. სასამართლო პროცესი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში