ამსტერდამში შეზღუდვების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

25 იანვარი 2021, 11:55 905 ნახვა

ნიდერლანდების დედაქალაქში შემზღუდველი ზომების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ქვებს და ფოიერვერკებს ისროდნენ, რის შემდეგ სამართალდამცველებმა 100-მდე ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციის ორგანიზებაში რესტორნების მფლობელებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ეწინააღმდეგებიან.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში ღამის საათებში ე.წ. კომენდანტის საათი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად დაწესდა. საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ეინდჰოვენშიც, სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რესტორნები და ბარები ნიდერლანდებში უკვე მესამე თვეა, დახურულია. სკოლები და მაღაზიების დიდი ნაწილი კი გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში დაკეტეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში