რუსეთი დასავლეთ ქვეყნებს რუსეთის შიდა საქმეების ჩარევაში ადანაშაულებს

25 იანვარი 2021, 11:56 901 ნახვა

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის შიდა საქმეებში ერევიან და დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დასავლური ფსევდოდემოკრატიისა და ფსევდოლიბერალიზმის ღრმა კრიზისის შედეგია. ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 იანვარს საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდაც.

რუსი მომიტინგეების დაკავებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „ავტორიტარიზმისკენ სვლა“ უწოდა და რუსეთს წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის 100-მდე ქალაქში აქციები გაიმართა. რუსმა სამართალდამცველებმა 3 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში