მომდევნო ორი დღე მზიანი იქნება

25 იანვარი 2021, 13:58 900 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

28 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში