ნიდერლანდების ქალაქებში დაწესებულ კომენდატის საათს აპროტესტებენ

25 იანვარი 2021, 17:51 1032 ნახვა

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი გმობს  ქვეყანაში  მომხდარ არეულობებს. მას არაფერი აკავშირებს კანონიერ პროტესტთან, ეს დანაშაულებრივი ძალადობაა - განაცხადა რიუტემ და  კომენდანტის საათის  დაწესების აუცილებლობა აღნიშნა.

ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.  ქალაქ ეიდჰოვენში აქციის მონაწილეებმა  ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს,  პოლიციას კი ქვებს ესვროდნენ. მათ დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოიყენა. დაკავებულია 30 ადამიანი. 

ამსტერდამში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. ქალაქ ურკში აქციის მონაწილეებმა  კოვიდ-19-ზე ტესტირების ცენტრი დაწვეს.  საპროტესტო აქციები მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც 21 იანვარს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში პირველად ღამის კომენდანტის საათი დააწესა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში