ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს

25 იანვარი 2021, 18:02 1179 ნახვა

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

გამოძიებით ირკვევა, რომ მან ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი დაიბარა და განუცხადა, რომ  ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სწორედ ასე განვითარდა სცენარი, კომპანიის მიერ ტენდერში გამარჯვების შემდეგ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში