ფესტივალი “განდაგანა” ხვალ გაიმართება

27 ოქტომბერი 2016, 00:00 3482 ნახვა

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ ხვალ გაიხსნება. ევროპის მოედანზე მზადება უკვე დაიწყო.  მოეწყობა სოფლად, ეკო და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ  რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სოფლის ნობათს, კერძებს, სუვენირებსა და რეწვის ნიმუშებს წარმოადგენს.   ფესტივალის მიზანი აჭარული სოფლის პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის სტიმულირებაა. „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში უკვე მეორედ ტარდება.

ამავე კატეგორიაში