აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა

26 იანვარი 2021, 10:12 976 ნახვა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 72 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა კიდევ 15-მა პაციენტმა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 1 პაციენტი.

ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას გადის 219 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 118, ონლაინ კლინიკაში 345.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში