ფრიდონ ხალვაშის გამზირს წყალმომარაგება საღამომდე შეუწყდა

26 იანვარი 2021, 11:40 929 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ფრიდონ ხალვაშის გამზირს 18:00 საათამდე შეუწყდა წყალმომარაგება.

კომპანიის განმარტებით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში