არეულობა ნიდერლანდებში - დაკავებულია 151 ადამიანი

26 იანვარი 2021, 15:00 1525 ნახვა

ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში კორონავირუსის გამო შემოღებული კომენდანტის საათით უკმაყოფილო მოქალაქეებმა არეულობა მოაწყვეს. სამართალდამცველებმა 151 ადამიანი დააკავეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება როტერდამსა და ჰერტოგენბოსშია, სადაც პოლიციამ დემონსტრანტების, ძირითადად ახალგაზრდების დასარბევად ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ამერსფორტში კი პოლიციას პიროტექნიკა დაუშინეს.

მასშტაბური აქციები ქვეყნის მასშტაბით უქმეებზეც მიმდინარეობდა. მხოლოდ კვირას პოლიციამ 300-მდე პირი დააკავა.

ნიდერლანდებში 22 იანვარს, 21 საათიდან დილის 5-ის ნახევრამდე საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კარანტინის რეჟიმი კი 9 თებერვლამდეა გახანგრძლივებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში