საკოორდინაციო საბჭო მუშაობს პარლამენტთან შეთანხმებულად - მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2021, 12:42 1121 ნახვა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობს პარლამენტთან შეთანხმებულად და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

"თუ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ, ზუსტად 2-3 კვირაში გვექნება გაცილებით რთული სიტუაცია და დაგვჭირდება შეზღუდვების კვლავ აღდგენა, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას, მოქალაქეების ჯანმრთელობას. აქედან გამომდინარე საკოორდინაციო საბჭო მუშაობს შეთანხმებულად, პარლამენტთან დასინქრონებულ ფორმატში და იღებს იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირველ რიგში არის მოქალაქეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის სასიკეთოდ. ეს არის პრიორიტეტული რა თქმა უნდა და არავინ უნდა იფიქროს, რომ აქ ეკონომიკური ფაქტორი არ არის გათვალისწინებული. ეპიდვითარების გაუარესება ძალიან ცუდად იმოქმედებს ეკონომიკურ ფაქტორზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში