10 პენიტენციურ დაწესებულებაში 113 პატიმარს გამოუვლინდა

26 იანვარი 2021, 14:33 896 ნახვა

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჯამში უკვე 10 პენიტენციური დაწესებულება შემოწმდა, პისიარ ტესტი 6 654 პატიმარს ჩაუტარდა, საიდანაც კორონავირუსი 113 შემთხვევაში დადასტურდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარდა გლდანის მერვე და ქსნის მეთხუთმეტე დაწესებულებებში, სადაც კოვიდით ინფიცირების ჯამში 78 შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დღევანდელ სტატისტიკას. 26 იანვარს, კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 23 აჭარაში. საქართველოში კიდევ 25 ადამიანი გარდაიცვალა. ხოლო გამოჯანმრთელდა — 1 050 პაციენტი. ქვეყნის მასშტაბით,  ბოლო 24 საათში 18 ათასამდე ტესტი ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში