ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

26 იანვარი 2021, 17:34 1192 ნახვა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ადამიანებში, რომლებმაც „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთეს, „კოვიდ -19“-ის მძიმე ფორმა არ გამოვლენილა. ისრაელში ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის ექვსმა პროცენტმა გაიკეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგრძნობლად შემცირდა 60 წელს გადაცილებული ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 100 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყების შემდეგ  კოვიდ 19-ით 2 მილიონ 149 ათას 460 პაციენტი გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში