პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

27 იანვარი 2021, 11:48 1103 ნახვა

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო 2020-დან 2025 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება , - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის   დირექტორმა განაცხადა. მისი თქმით,  იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად აღდგება, პანდემიით გამოწვეული შედეგები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება. სავალუტო ფონდის დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, ასევე განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები დააზარალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში