პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა - აღდგება გასახდელების ფუნქციონირება

27 იანვარი 2021, 15:33 1090 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, მიღწეული შეთანხმებით ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

"ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შესაძლებელია შეზღუდვების ოპერირების წესის შემსუბუქება. მაგალითად, როგორც იცით, საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო საქონლის გადაცვლა. რაც უკვე 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება ისევე, როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება, სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე ადამიანების დაშვებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს ბიზნესისათვის გარკვეული შეღავათი იქნება.

"ჩვენი მხრიდან იქნება დამატებით დახმარება იმაში, რომ გასახდელები იმუშავებს და საქონლის უკან დაბრუნების რეჟიმი შემსუბუქდება და მოიხსნება, ვაჭრობა გადავა ნორმალურ რიტმში. შაბათ-კვირის შეზღუდვა კი მაინც დარჩება ძალაში" - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში