გავაგრძელებთ მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, გამოინახება რესურსი, რომ ეს შეღავათი მივიღოთ - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

27 იანვარი 2021, 16:06 1067 ნახვა

"თბილისი ცენტრალის" დირექტორის, ლევან ყარალაშვილის  განცხადებით, მათთვის ქონების გადასახადის შემცირების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ისევე როგორც არ განიხილება ამ ეტაპზე შაბათ-კვირას მუშაობის საკითხის გადახედვა.

„კარგი ამბავია, რომ 10 კვადრატულ მეტრზე დაშვებული იქნება ერთი მომხმარებლი, როგორც ჰიპერმარკეტებშია. მეორე - იმუშავებს გასახდელები, ასევე იქნება პროდუქციის გადაცვლის საშუალება, რაც ასევე მნიშვნელოვანია კლიენტებისთვის. სამწუხაროდ, ჯერ ვერ განიხილება შაბათ-კვირას მუშაობის საკითხი, მაგრამ ორ კვირაში ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით. შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და გადაწყვეტილება ამის მიხედვით იქნება მიღებული.  ჩვენ ასევე გვაქვს კონკრეტული დროებითი გადაწყვეტილებები, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ.

სავაჭრო ცენტრი დაკეტილი იყო 5 თვის განმავლობაში და იგივე საგადასახადო ტვირთის სრულად დაკისრება უბრალოდ არამიზანშეწონილია. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და იმედს ვიტოვებთ, გამოინახება რესურსი, რომ ეს შეღავათი მივიღოთ"- განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში