საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

28 იანვარი 2021, 10:53 1010 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546.  მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 49, იმერეთში - 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში - 127, აჭარაში - 2, იმერეთში - 19.  346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 - თბილისში, 115 - აჭარაში, 14 - იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 116, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 091 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 718 პირი, აჭარაში - 859, იმერეთში - 1 586”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში