განათლების სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულება გამოეყოფა 

28 იანვარი 2021, 11:16 1114 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განათლების სამინისტროს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოეყოფა. 

გიორგი გახარიას თქმით, საკითხზე დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. 

''საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებებია. ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მზად არის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროსგან გამოიყოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება, ჩვენი ცხოვრების უძვირფასესი ნაწილია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. სპორტის მიმართულებითაც ცალკე სამინისტრო იქნება, თუ გავითვალიწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს  იმსახურებენ. 

გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში