უახლოესი ერთი კვირა მსგავსი ტენდენცია თუ შევინარჩუნეთ, ცოტა უფრო ადრე დავიწყებთ ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას - პრემიერი

28 იანვარი 2021, 11:22 1405 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხერხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად დაიწყონ ეკონომიკის ეტაპობირვად გახსნა.

"როცა დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4%-ზე უფრო დაბალი, უფრო თამამად შევძლებთ ეკონომიკის გახსნას. დღეს, უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, რომ თუ ასეთი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნის პროცესი დავიწყოთ ცოტა უფრო ადრე, ისევე, როგორც ეს გავაკეთეთ ზაფხულში. პირველ რიგში ეს ეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს. რა თქმა უნდა ეს ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს კლასებში დაბრუნების საშუალება. ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედება და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ მიღწეული შედეგი"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში