ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

28 იანვარი 2021, 16:49 1015 ნახვა

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000-20 000 ლარს შეადგენს.

მელაშვილისა და ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე, ასევე გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პროკურატურის მოთხოვნაზე უკმაყოფილება გამოთქვა ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა.

მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში