ლუკაშენკოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს

28 იანვარი 2021, 17:55 1318 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას გამორიცხავს. ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა დაუყოვნებლივ გამოაცხადოს პოლიტიკური ამნისტია, თუკი რესპუბლიკაში სულ მცირე  ერთ პოლიტპატიმარს მაინც  იპოვიან.  

„ხვალვე იქნება პოლიტიკური ამნისტია, თუკი ვინმე მაჩვენებს ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში ერთ პოლიტიკურ მუხლს, ან  გასამართებულებს და  დაპატიმრებულებს  პოლიტიკური მოტივებით. მე მათ დაუყოვნებლივ შევიწყალებ“- განაცხადა ლუკაშენკომ  კანონმდებლობის სრულყოფის საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში