დაძაბულობა სომხეთში

28 იანვარი 2021, 20:00 1456 ნახვა

26 ადამიანი დააკავეს ერევანში მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მის დაკავებას მოითხოვდნენ. მომიტინგეები მთავრობისა და გენერალური პროკურატურის შენობებში შეჭრას ცდილობდნენ.

მომიტინგეების  პოლიციასთან   შეტაკების შემდეგ დაკავებები დაიწყო. ამის შემდგომ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის დასრულების შესახებ განაცხადეს და აქციის მონაწილეები დაიშალნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი 10 ნოემბერს მიღწეული სამხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაიწყო. ოპონენტები  ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. თავად ფაშინიანი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში