საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის წესებში ცვლილებები შევიდა - ნათია თურნავა

29 იანვარი 2021, 12:47 1351 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში შემოსვლის წესები მარტივდება როგორც  საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

ნათია თურნავას განმარტებით, ცვლილებები PCR ტესტის ჩატარებას და თვითიზოლაციის პერიოდს ეხება.

"დღემდე საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა ნეგატიური PCR ტესტით და 8 დღიან თვითიზოლაციაში გადადიან,  იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ PCR ტესტი, ისინი 12 დღიან თვითიზოლაციას ექვემდებარებიან და ჩვენ ამ პროცესს ვაკონტროლებთ. პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად მოხდება გარკვეული შემსუბუქება. მათ ექნებათ საშუალება შემოვიდნენ ნეგატიური PCR ტესტით და ძველებურად 8 დღიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ PCR ტესტი და ამ შემთვევაში თავისუფალი იქნებიან იზოლაციიდან. ვისაც არ ექნება შემოსვლისას PCR ტესტი 12 დღიანი თვითიზოლაციის ნაცვლად წესდება 8 დღიანი იზოლაცია.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს. ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული დოზის ჩატარების, რაც ნიშნავს 2 სრული დოზას დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება უპირობოდ საზღვარზე შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა იზრდება მსოფლიოში.

ევროკავშირის, ისრაელის, შეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბახრეინის მოქალაქეებს და რეზიდენტებს, რომლებიც არავაქცინირებულნი არიან, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, შემოსვლის უფლება ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული ნეგატიური PCR ტესტით და მესამე დღეს, სავალდებულოა ჩაიტარონ PCR ტესტი, თვითიზოლაციას ვაუქმებთ.

ავიაკომპანიებს მივმართავთ თხოვნით, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი, ან კოვიდ ვაქცინის დამდასტურებელი დოკუმენტი.

უნდა გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და დავიწყოთ ფიქრი იმაზე,  სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ პირველი  უცხოელი, ვაქიცინირებული ტურისტების ჯგუფები საქართველოში.

 იცით, რომ ვხსნით სხვადასხვა რეგიონს. დადებითობის მაჩვენებლით ამ ეტაპზე ეს არის აჭარა. იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული. მსოფლიო არის მესამე ტალღის მოლოდინში და ყველანი ვიცავთ მაქსიმალურ სიფრთხილეს" - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით ჯერ საუბარია არა საყოველთაო გახსნაზე, არამედ მხოლოდ საჰაერო გზით შემოსულ ვიზიტორებზე და მათთან მიმართებაში გარკვეულ ცვლილებებზე. მისივე განცხადებით,  სახმელეთო საზღვრის გახსნა მეტი რისკის მატარებელია და მათთან მიმართებაში ჯერ გარკვეული დაკვირვების რეჟიმი გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში