ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მივიღებთ - ამირან გამყრელიძე

29 იანვარი 2021, 13:16 1133 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზამთრის კურორტების გახსნასთან დაკავშირებით ისინი ევროპის პრაქტიკას სწავლობენ, სიტუაციას აანალიზებენ და შემდგომ შეხვედრებზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

"იყო რამდენიმე შეხვედრა ზამთრის კურორტების წარმომადგენლებთან, ასოციაციასთან, ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი. გავიარეთ მათი ხედვები, როგორ შეიძლება პირობების დაცვით საბაგირო გზების გახსნა. ჩვენც გვთხოვეს დახმარება ამ კუთხით, ერთად გავდივართ ამ საკითხების განხილვა-დამუშავებას. ევროპის მასშტაბით მხოლოდ შვეიცარიაშია გახსნილი ზამთრის კურორტები, თუმცა იქაც ყველგან არა, ზოგან  დაკეტილია სასტუმროები. სწავლობენ როგორ ხდება გახსნა და შესაბამისად შემდგომი შეხვედრების დროს მიღებული იქნება გადაწყვეტილება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში