შავ ზღვაში ამერიკული ესკადრის ნაღმზიდი შემოვიდა

29 იანვარი 2021, 15:03 1174 ნახვა

ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი ოანა ლუნგესკუ შავ ზღვაში ამერიკული ესკადრის ნაღმზიდის პორტერის შესვლას მიესალმა და ალიანსის მოქმედება ამ რეგიონში რუსეთის  სამხედრო ძალის  გაძლიერებით გაამართლა.  რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და შავ ზღვაში სამხედრო  ძალის  გაძლიერების საპასუხოდ ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა  რეგიონში  მისი თავდაცვითი ძალები გაზარდა და კვლავინდებურად მტკიცედ განაგრძობს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზრუნვას აცხადებს ლუნგესკუ. ნატოს მაღალჩინოსნის თქმით, შავ ზღვას ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სამი მოკავშირე ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი ზღვისპირა სახელმწიფოებია, ხოლო საქართველო და უკრაინა მჭიდრო პარტნიორებიაღნიშნა ლუნგესკუმ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში