შეწყდეს ბათუმის ბულვარის განადგურება – პეტიცია

30 იანვარი 2021, 12:35 813 ნახვა

პეტიცია ძველ ბულვარში  ამბასადორი ბათუმის   მშენებლობის წინააღმდეგ. პეტიციის ავტორები არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომი“ს  წევრები  და  ბათუმის დამცველები არიან.  ისინი ამ ფორმით  მოითხოვენ     დაუყონებლივ  შეწყდეს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა და გაუქმდეს გაცემული ნებართვა.

ასევე  ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის დამტკიცებამდე შეჩერდეს ბულვარის ტერიტორიაზე ნებისმიერ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა.

ხელმომწერებს ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ  პეტიციას მხარი დაუჭირონ. პეტიციის ავტორები განმარტავენ, რომ 16-სართულიანი სასტუმრო სრულიად შეუსაბამოა ბულვარისთვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, საფრთხეს უქმნის და ამცირებს ბულვარის კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში