საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2021 წლის სეზონზე იმსჯელა

30 იანვარი 2021, 12:17 1885 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელა. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი 20.

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდების ინიციატივით აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონში ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში გუნდებს სამის ნაცვლად ხუთი ცვლილების განხორციელება შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში