60-მდე ოჯახი თვითნებურად დაკავებული შენობიდან განსახლებას ითხოვს

30 იანვარი 2021, 15:30 1025 ნახვა

სალიბაურის უბანში მდებარე  ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 60 ოჯახი განსახლებას ითხოვს. მათ საპროტესტო   გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ  ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დახმარებას და  ფართის დაკანონებას დაპირდა, თუმცა არჩევნების შემდეგ რეალობა არ შეცვლილა.

სოციალურად დაუცველი ოჯახები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია და ცხოვრება საფრთხის შემცველი.  აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე რომელიც აცხადებს, რომ  იმ შემთხვევაში თუ უახლოესი 10 დღის განმავლობაში ხელისუფლება არ დაინტერესდება  ოჯახების მდგომარეობით, პროტესტი   მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებს.

ყოფილი ჩაის  ფაბრიკის შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, აქ აცხადებენ, რომ ოჯახებმა საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჭირო კანონით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, უწყებაში არსებული კომისია განაცხადებს განიხილავს და  გადაწყვეტილებას მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში