კოვიდ 19-ის რეგულაციების დარღვევის 837 ფაქტი - ეპიდსიტუაცია ქვეყანაში

30 იანვარი 2021, 15:15 979 ნახვა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ჩატარებული 19 989 ტესტიდან   კორონავირუსი 676  ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 პაციენტი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისში ფიქსირდება. დედაქალაქში ვირუსით კიდევ 253 ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გვაქვს აჭარაში. ბოლო  დღე ღამეში  ვირუსი  1 441 მოქალაქემ დაამარცხა.

რაც შეეხება კორონავირუსისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის ფაქტებს. სამართალდამცველებმა ბოლო 24  საათში ქვეყნის მასშტაბით  დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინეს.  მხოლოდ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 688 ადამიანი დაჯარიმდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში