ბიზნესი მთავრობას დროს აძლევს და დაუმორჩილებლობას აანონსებს

30 იანვარი 2021, 18:30 1374 ნახვა

მთავრობის კანცელარიასთან  შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა. ბიზნესსექტორის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ  ხელისუფლების უმოქმედობის გამო ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და  ამ  მძიმე კრიზისის ფონზე თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება უწევთ.

რესტორატორები  ხელისუფლებას რეგულაციების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას სთხოვენ და ვადას ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან. მათი თქმით მიუხედავად უამრავი დაპირებისა მთავრობა მათ არაფრით  დახმარებია. პროტესტის ნიშნად 200-მდე სარესტორნო ქსელმა  ბოიკოტის ნიშნად გაფიცვა მოაწყო და 24 საათით ონლაინ მუშაობა შეწყვიტა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში