რა ეამაყება ან რა აძლევს ასეთი კადნიერების საფუძველს? - საპატრიარქო ივერი მელაშვილზე

30 იანვარი 2021, 18:25 972 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო დაკავებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ამასთან, საპატრიარქოს პოზიციით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ მართლა, ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს. გავრცელებულ განცხადებაში საუბარია ივერი მელაშვილის განცხადებებზეც, კერძოდ საპატრიარქო წერს, რომ "სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი. კელიებთან პოზირებას დაიწყებს“, შეურაცხმყოფელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში