სალიბაურში 60-მდე ოჯახი განსახლებას ითხოვს

30 იანვარი 2021, 20:15 1348 ნახვა

აქცია იყო სალიბაურშიც.ყოფილ ჩაის ფაბრიკაში შესახლებული 60-მდე ოჯახი განსახლებას ითხოვს აცხადებენ, რომ არჩევნებამდე ხელისუფლება მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ. ოჯახები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია და ცხოვრება საფრთხის შემცველია.იმ შემთხვევაში თუ უახლოესი 10 დღის განმავლობაში ხელისუფლება არ დაინტერესდება  ოჯახების მდგომარეობით, პროტესტი   მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ოჯახებმა საკუთრებაში დასარეგისტრირებლად საჭირო კანონით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ, უწყებაში არსებული კომისია განაცხადებს განიხილავს და  გადაწყვეტილებას მიიღებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში