გაგი მარგველაშვილი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს

30 იანვარი 2021, 20:14 1645 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" გაძლერებას განაგრძობს. ბათუმელებმა 24 წლის მცველი გაგი მარგველაშვილი დაიმატეს. მარგველაშვილი 2013 წლიდან "საბურთალოს" შემადგენლობაში ასპარეზობდა და ამ გუნდის კაპიტანიც იყო.

რამდენიმე დღის წინ 24 წლის მცველის ტრანსფერი უნგრულ მეზოკოვადეშში ჩაიშალა და საბოლოოდ კარიერა ბათუმში გააგრძელა.

ბათუმის "დინამომ" მარგველაშვილთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულს სეზონში ტანმაღალმა მცველმა 17 შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

მარგველშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში