მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა

31 იანვარი 2021, 12:20 1010 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometters​ აქვეყნებს.მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ -19-ით 2.2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 74.7 მილიონს მიაღწია.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26.1 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში