ენმ შუახევის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

31 იანვარი 2021, 15:30 1346 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ შუახევის მერიას ნეპოტიზმში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში  ადანაშაულებს. სოსლან ზოიძე ირწმუნება,  რომ მუნიციპალიტეტის მერიამ 6 შტატი არამიზნობრივად დაამატა და  ახალ პოზიციებზე  ქართული ოცნების პარტიული  აქტივისტების დასაქმება იგეგმება. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.

ომარ ტაკიძე აცხადებს, რომ  მერიამ სოციალური მიმართულებით ოთხი შტატი დაამატა, კანდიდატები  კონკურსით შეირჩევიან,  ახალი კადრების დამატება  ორი გაუქმებული შტატის  ხარჯზე მოხდება, რომელთა სახელფასო სარგო წლიურად 36 ათას 300 ლარი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში