მსოფლიოში კორონავირუსზე 94.4 მილიონი ადამიანი აიცრა

31 იანვარი 2021, 15:15 545 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 103 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometters​ აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ -19-ით 2 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი თითქმის 75 მილიონს მიაღწია.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 26 მილიონზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. გამოცემა ბლუმბერგ-ის ბოლო მონაცემებით კი, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 94 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში