საბჭომ იმსჯელა და ოპტიმალურ პროექტზე შეჯერდა - თორნიკე რიჟვაძე ,,ამბასადორზე''

01 თებერვალი 2021, 11:41 2193 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ იმსჯელა და ,,ამბასადორის'' პროექტზე ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

''ერთხელ უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, არცერთი მშენებლობა, მშენებლობის ნებართვის მიღმა არ განხორციელდება. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, შესაბამისმა საბჭომ იმსჯელა და ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალურ და მისაღებ პროექტზე შეჯერდა'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი ობიექტის მშენებლობას პროტესტი მოჰყვა. ძეგლთა საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას მოქალაქეები აქციებზე აპროტესტებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში