საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

01 თებერვალი 2021, 12:10 1447 ნახვა

დღეიდან კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც შემსუბუქდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობას შეეხო. ანუ, ჯერ ჯერობით მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ, თუმცა შაბათ-კვირის გარდა.  ეს არ არის ერთადერთი მოთხოვნა, რომლის დაცვაც მგზავრებს და მძღოლებს მოუწევთ. მძღოლებს ეკრძალებათ მგზავრების  ფეხზე დგომით გადაყვანა , რაც მკაცრად გაკონტროლდება. ბათუმის გარდა,  ქვეყნის კიდევ 4 ქალაქში იმოძრავებს დღეიდან   საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ისევ იკრძალება საქალაქთაშორისო გადაყვანა. უქმე დღეებში დაკეტილი იქნება აჭარაშიც კვების ობიქტები. სტუმრების მიღება რესტორნებსა და კაფეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ღია სივრცეები,სადაც მომხმარებლებს მოემსახურებიან. გაიხსნა მაღაზიები და მოლებიც. სავაჭრო ობიქტებმაც მუშაობა კონკრეტული პირობებით განაახლეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში