აქციები ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით-დაკავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი

01 თებერვალი 2021, 12:34 798 ნახვა

მასობრივი დაკავებები რუსეთში. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. . ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ყველაზე მეტი მომიტინგე მოსკოვში დააკავეს, სადაც პოლიციამ დახურა მეტროსადგურები და გადაკეტა ქალაქის ცენტრი. დაკავებულთა შორის იყო ალექსეი ნავალნის ცოლიც, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. აქციების გაშუქების დროს სამართალდამცველებმა 82 ჟურნალისტი დააკავეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში გამოეხმაურა. ჟოზეფ ბორელმა დაკავებები და დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე არაპროპორციული ძალის გამოყენება დაგმო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში