ყველაზე მეტი მოსწავლე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოცხადდა 

01 თებერვალი 2021, 13:06 6920 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოსწავლე ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებში გამოცხადდა - 95%, ყველაზე დაბალი სწრებადობა კი ბათუმში დაფიქსირდა - 73,5%.

"ყველა სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით, იმისათვის რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.

საჯარო სკოლებში 12:00 საათის მდგომარეობით მოსწავლეთა გამოცხადების სტატისტიკა (I ცვლა):

ბათუმი -73.5%;

ხელვაჩაური-81%;

ქობულეთი-85 %;

შუახევი-93%;

ქედა-91%;

ხულო- 95%"- აცხადებენ აჭარის განათლების სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში