მიწისძვრა თურქეთში

01 თებერვალი 2021, 14:44 1026 ნახვა

5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა თურქეთის დასავლეთ ნაწილში. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა მართვის  სამთავრობო სამმართველო იუწყება.  მიწისქვეშა ბიძგები იზმირის პროვინციაში დაფიქსირდა.მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გასული წლის ნოემბერში იზმირში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასზე მეტი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში