ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო

01 თებერვალი 2021, 15:02 1150 ნახვა

რატომ დაალაგებინეს მოსწავლეებს ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშო და იყო თუ არა ეს ქმედება იძულებითი?-ამას გამოძიება დაადგეს. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინსიტრომ გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო. არსებული ინფრომაციით და გავრცელებული კადრების მიხედვით, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები ერთი კვირის წინ  მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მიიყვანეს და სხვა ოთახებთან ერთად საპირფარეშოც დაასუფთავებინეს. არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, სკოლის მოსწავლეები ე.წ.-ულ „დასუფთავების აქციაზე“ სკოლის დირექციის თანხმობით წაიყვანა. დღეს ამ ფაქტს ადგილორბირვ საკრებულოში ხმაური მოჰყვა. პარალელურად, მერიასთან აქციაზე მერის გადადგომა მოითხოვეს. თვითმმართველობაში ირწმუებიან, რომ მათ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ. მომხდარის შესწავლა დაიწყო განათლების სამინისტრომაც. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში