უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც - გახარია ჩხოროწყუს ინციდენტზე

01 თებერვალი 2021, 16:02 1443 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და  ხელისუფლებას უმკაცრესი რეაგირება ექნება. 

„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება  გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მერიის შენობაში მიიყვანეს და სხვა ოთახებთან ერთად საპირფარეშოც დაასუფთავებიეს. 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში