მთავარი მსოფლიოში

01 თებერვალი 2021, 20:00 1210 ნახვა

მიანმარში სამხედრო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოაცხადა.   დაკავებული არიან ქვეყნის პრეზიდენტი ვინ მინი და  სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნეოდა, ასევე რამდენიმე მათი თანამებრძოლი.  ქვეყანაში ძალაუფლება    შეიარაღებული ძალების სარდალს მინ აუნ ჰლაინს გადაეცა.   სამხედროები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯზე ნოემბერში ჩატარებული  გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გამო წავინენ. მაშინ  ოფიციალური მონაცემებით, მმართველმა პარტიამ დიდი უპირატესობით  გაიმარჯვა, ხოლო სამხედროების მხარდამჭერმა ბლოკმა მანდატების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგა.  ახლა გენერლები აცხადებენ, რომ  საგანგებო რეჟიმის დასრულებისთანავე, ესე იგი, ერთი წლის შემდეგ ახალ არჩევნებს დანიშნავენ.  მიანმარის დიდი ქალაქების ქუჩებს სამხედროები აკონტროლებენ.   არ მუშაობს  ეროვნული ტელერადიო კომპანიები, ხარვეზებით ფუნქციონირებს ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.  მიანმარში მომხადრი სამხედრო გადატრიალება დაგმო მრავალმა ქვეყანამ და ორგანიზაციამ და დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლება მოითხოვა.

ესპანეთის ქალაქ ლაგარტერaში  მოხუცებულთა სახლის 78-ვე  მობინადრე  კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ფაიზერის ვაქცინით აცრეს. მათგან 7 გარდაიცვალა.  მოხუცებულთა სახლის დირექტორის თქმით, ყველა მობინადრემ ვაქცინის პირველი დოზა 13 იანვარს მიიღო.  როცა 10 აცრილს დაავადების პირველი სიმპტომები გამოუვლინდათ, ექიმებმა იგი  ვაქცინის გვერდით ეფექტებად მიიჩნიეს.  კოვიდ-19-ის  დადასტურების შემდეგ  ყველა მობინადრის თავთ-თავიანთ   ოთახებში იზოლაცია გადაწყდა.  დღეისთვის 4  პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები იზოლაციის რეჟიმში განაგრძობენ ცხოვრებას.

ტაჯიკეთში, სადაც მანამდე  კორონავირუსის დამარცხების შესახებ განაცხადა,  9 თვიანი  პაუზის  შემდეგ მეჩეთები გაიხსნა.  დღეს დუშანბეს ცენტრალურ მეჩეთში ლოცვაზე ასობით მორწმუნე მივიდა.  მათ  სანიტარული წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.  ერთი დღით ადრე მეჩეთები სადეზინფექციო საშუალებებით  დაამუშავეს.  26 იანვარს ტაჯიკეთის პეზიდენტმა ემომალი რახმონმა  ქვეყანაში   კორონავირუსის სრულად განადგურების  შესახებ განაცხადა.  მისი თქმით, ქვეყანაში არ არიან კოვიდინფიცირებულები. ოფიციალური მონაცემებით,  პადემიის დაწყების შემდეგ ტაჯიკეთში კოვიდ-19-ის 13 ათას 308 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 90 პაციენტი. კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები ქვეყანაში 30 დეკემბრის შემდეგ არ დაუფიქსირებიათ.

კორონავირუსის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დღეიდან ყაზახეთში დაიწყო. პირველები მედიცინის მუშაკები, პოლიციელები, სამხედროები და სხვა პროფესიების წარმომადგენელბი აიცრებიან, რომლებიც კოვიდ-19-ით დაავადების მაღალი  რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან.  პირველ ეტაპზე ყაზახეთი რუსული წარმოების სპუტნიკ-ვითი იწყებს ვაქცინაციას. ვაქცინის პირველი პარტია  ქვეყანამ მხოლოდ გუშინ მიიღო.  აპრილიდან მოსახლეობას ყაზახეთში სამამულო წარმოების ვაქცინით  ქაზ-კოვიდ-ინით   აცრიან , რომელიც ამჟამად კლინიკური ცდების საბოლოო ფაზას გადის.

ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან იააკ მადისონმა აშშ-ის ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა.   განაცხადი იმით დაასაბუთა, რომ ტრამპი ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომლის მმართველობის პერიოდში,  ქვეყანას ომი არ წამოუწყია.  მადისონის თმით,  ტრამპმა რამდენიმე სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების დარეგულირებას ეხებოდა, რამაც ხელი შეუწყო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში